,,დ.ღ.-ს 19 იანვარს პატიმრობის ვადა ეწურებოდა და ამის გამო გაათავისუფლეს, თუმცა პროცესები გაგრძელდება”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიება იმიტომ შეეცვალა, რომ 19 იანვარს პატიმრობის ექვსთვიანი ვადა ეწურებოდა.

„19 იანვარს პატიმრობის ვადა ეწურებოდა, რაღა რჩებოდა – ორი-სამი დღე. ამის გამო გაათავისუფლეს და შეუფარდეს გირაო, თუმცა პროცესები გაგრძელდება, იმიტომ რომ, როგორც ვიცი, ბოლომდე მოწმეები ვერ დაკითხეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს