ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ მოზარდზე საუბრობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2018 15:55

ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ მოზარდზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა ეხმაურება.

ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ დ.ღ.-ს მიმართ პირველი ჩვენების შემდეგ ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც მოზარდმა ჩვენება შეცვალა, საქმიდან კი პირველი ჩვენება საერთოდ გაქრა.

მოკლული დავით სარალიძის მამა არც მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს.

„შესაძლებელია, მოსყიდულია, შესაძლებელია, დაშინებულია, შესაძლებელია, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, დამალა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებამ თავდაპირველად არ იმუშავა სწორად ამ პირთან, რომ სიმართლე ესაუბრა. შესაძლებელია, სიმართლე პირველივე რიცხვში ისაუბრა, მაგრამ 14 დღის შემდეგ გაგრძელდა ამ ბავშვის ხელახალი დაკითხვა, პირველი ჩვენება არ ჩანს არსად. ვიღაცას არ მოეწონა ამის ჩვენება, ვინც დაინტერესებული იყო ამ საქმის გაფუჭებით და დახია და დამალა,“ – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე დაკავებულ მოზარდ დ.ღ.-სთან შეხვედრებსაც იხსენებს.

„არაერთხელ შევხვდი სასაუბროდ. პირველი შეხვედრა იყო არა მარტო ამ პირთან, არამედ ინციდენტში მონაწილე ყველა პირთან. ჩემი შვილის მხარე მაქვს მხედველობაში, რომლებსაც, თითქმის ყველას ახლდა მშობლები, მამები კონკრეტულად. როდესაც კითხვებს ვსვამდი, მამები არ აცლიდნენ პასუხების გაცემას. თავად ერთვებოდნენ პასუხებში. აქედან გამომდინარე, ჩავშალე ეს შეხვედრა. ეს ფაქტი რატომ დამალა მაშინ? რატომ დამალა პანაშვიდებზე რომ იყო, რატომ დამალა საფლავზე რომ იყო, რატომ დამალა არაერთხელ საფლავზე რომ შევხდი? არ ვიცი, თავად ჰკითხეთ,“ – აცხადებს ზაზა სარალიძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2018 15:55

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics