ზაზა სარალიძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2018 12:19

ზაზა სარალიძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

როგორც ჟურნალისტებს კლინიკაში განუცხადეს, სარალიძეს გამოკვლევები უტარდება.

ამასთან, კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაწერენ ზაზა სარალიძეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2018 12:19