ზაზა სალარიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

“თაიმერი” უცვლელად გთავზობთ ზაზა სალარიძის მიმართვის ტექსტს.

“მივმართავ სრულიად საქართველოს.

განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.

განურჩეცლად რელიგიური მრწამსისა.

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა.

მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

ნივთმტკიცებები განადგურებულია.

თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი,რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.

გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.

ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

მადლობა პრეზიდენტს,მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.

არც ერთ მართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი.

როგორ ვენდო მათ რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი”.

ზაზა სალარიძე

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი იმის დადგენა უნდა იყოს, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს პროკურატურამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა