ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის მანდატი შეუჩერეს

”პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს აჭარის უმაღლეს საბჭოში, ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის მანდატი შეუჩერეს.

საკითხზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს და გადაწყვეტილება 10 ხმით მიიღეს.

ოქუაშვილმა უმაღლეს საბჭოს 20 დეკემბერს მიმართა და უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა.

უმაღლესი საბჭო შემდგომი პროცედურებისთვის უკვე უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და 15 დღის განმავლობაში ადგილმონაცვლის თანხმობას დაელოდება.

ოქუაშვილს ”პატრიოტთა ალიანსიდან” სიის მომდევნო წევრი მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება
შემდეგი სტატიააქცია “ოცნების” ოფისთან – მოქალაქეები შენობაში შესვლას ცდილობენ