ზაზა ოქუაშვილის ღია მიმართვა

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ღია მიმართვას ავრცელებს, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება. განცხადებას “თაიმერი” უცვლელედ გთავაზობთ:

“მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლას. მისი ვიზიტი ძალიან დროულია. ქართველი ხალხი ელის მისგან სიტყვას ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც კანონის უზენაესობას, პიროვნების პატივისცემას, საკუთრების უფლების დაცვას, კორუფციასთან, ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობასთან ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას მოიცავს. საქართველო კვლავ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი სახელმწიფოა და ამგვარად ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მხედველობაში იქონიებს ამ ფასეულობებს და აიღებს ვალდებულებას, რომ დაუბრუნოს ისინი ხალხს. საქართველოს მოსახლეობა დონალდ ტუსკისა და ევროკავშირისაგან ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმი გააფრთხილოს, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს”- ნათქვამია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ – აბაშის რკინიგზის ხიდზე აქტივისტები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით, ბანერის გადაკიდებას ითხოვდნენ
შემდეგი სტატია“უწყვეტი კადრები, ადასტურებს, რომ პარლამენტში შეჭრის საფრთხე არ არსებობდა” – ნიკა მელია