ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა “მთავარი არხის” 40%-იანი წილი შეიძინეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 26, 2020 14:07

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა “მთავარი არხის” 40%-იანი წილი შეიძინეს

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს.

„მთავარი არხის“ 40%-იანი წილის მესაკუთრეები ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები ხდებიან.

39% წილის მფლობელი BGIM ltd, რომელიც ლონდონშია რეგისტრირებული და დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილია, საქართველოში მის მფლობელობაში მყოფ კომპანიებისგან: ბენმონტი, ომეგა მოტორს ჯგუფი, მონტე , მატრიქსი და მაგული ხარებავასგან 15 წლით გადაიბარებს წილებს მართვის უფლებით. ანუ მას 40 % პროცენტის მართვა შეეძლება.

„მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მესაკუთრე კი ბაკურ ჯახაია გახდა.

ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს.

ცვლილებების შედეგ “მთავარი არხის” წილები ასე ნაწილდება: BGIM ltd – 39% , ნიკა გვარამია – 12%, მარი ანა რურუა – 2.5%, თეიმურაზ ვასილიძე – 1%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკოლოზ სისაური – 3%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, ბენმონტი – 0.2%, მონტე – 0.2 პროცენტი, ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 პროცენტი, მატრიქსი – 0.2, მაგული ხარებავა – 0.2 პროცენტი.

თავდაპირველად „მთავარი არხის“ 100%-იანი წილი მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ. საკონტროლო პაკეტს ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო ანჯაფარიძის საწყისი წილი 49%-ს შეადგენდა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 26, 2020 14:07

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics