ზაზა ოქუაშვილი და და ,,ომეგა ჯგუფი“ ეროვნული ბიზნესრეიტინგის ჯილდოს მფლობელები წელს მეორედ გახდნენ (+ვიდეო)

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-18 ბიზნეს-რეიტინგის ნომინაციაში – „სტაბილური ბიზნესი, ახალი სამუშაო ადგილები და გლობალური პროექტები“ გამარჯვებულები ,,ომეგა ჯგუფი“ და მისი დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გახდნენ.
„ვულოცავ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ზაზა ოქუაშვილს ამ კიდევ ერთ ახალ აღიარებას. ასევე, მინდა, მივულოცო ჩვენი მრავალრიცხოვანი კოლექტივის თითოეულ წევრს“, – განაცხადა დაჯილოდების ცერემონიაზე ,,ომეგა ჯგუფი – თამბაქოს“ დირექტორმა, ნიკოლოზ ასანიძემ
მისვე თქმით, „ომეგა ჯგუფი“, რომლის საქმიანობაც ბევრ სფეროს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენაა მიმართულია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ბიზნეს-რეიტინგის მე-17 დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ინვესტორად „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას, ტრადიციულად, ბიზნესის, მთავრობისა და მედიისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებით, ბიზნესრეიტინგი 1995 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და, ასევე, ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერაა.

https://www.youtube.com/watch?v=eISvIguUMUM&app=desktop

banner
წინა სტატიაშისანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
შემდეგი სტატიახალხის ხოცვა უნდა დასრულდეს! – მშენებლობებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა