ზაზა ოქუაშვილი არასამთავრობოების კითხვებს სკაიპის საშუალებით უპასუხებს

ტელეკომპანია „იბერიაში” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. რამდენიმე წუთში დაიწყება შეხვედრა, სადაც „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლების კითხვებს სკაიპის საშუალებით უპასუხებს. აღნიშნული შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართება.

“ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა ტარდება, რადგან აქ მოგვიწვიეს, მე ველოდები, რომ ზაზა ოქუაშვილს ახალი ინფორმაცია ექნება მოსაწოდებელი. პირველ რიგში, მოვუსმენთ მას, რას გვეტყვის ახალს და ალბათ, კითხვებიც იქნება იმის თაობაზე, როგორ უკავშირდება “ომეგა ჯგუფის” სკანდალი ტელეკომპანია “იბერიას”, მის მომავალს, ჟურნალისტებს და მედიათავისუფლებას ამ ქვეყანაში,” – განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორის მოადგილემ ხატია ჯინჯიხაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების სამსახურში მოხალისედ დარეგისტრირება ქალებსაც შეეძლებათ
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სრული სისულელეა