ზაზა მდივანი: ბერას გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა მცემეს

მოქალაქე ზაზა მდივანის თქმით, ბერა ივანიშვილისთვის სოციალურ ქსელში გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა სცემეს.

“იყვნენ თვალებამდე აწეული შავი ნიღბით და კაპიშონით, თვალებიც არ ჩანდა. მიზეზის გარეშე, არც რამე შელაპარაკება. უცებ დამარტყა. შრამი შუბლზე არ არის მუშტით მოყენებული, ეს ან კასტეტია, ან იარაღის ტარია. წავიქეცი, მერე შემდგნენ, კარგად მცემეს და ხმა არ ამოუღიათ. აი, რატომ გცემთ, რისი გულისთვის გცემთ, ან შეეგინებინათ – არაფერი ხმა არ ამოუღიათ. ხომ ხედავთ ჩემს თვალს, მცემეს და უცებ გაიქცნენ. ესენი იყვნენ მოგზავნილები, არ აინტერესებდათ მე ვინ ვარ, რა ვარ.
6 მარტი იყო ხომ, ღარიბაშვილის ჩანაწერები? დიდი რეაქცია მქონდა, უარყოფითი. როგორ შეიძლება, რომ სკოლის მოწაფეზე. ჩაფსმული მივა, ვაბშე ვერ მივა, ვაგინე ბერას Facebook-ზე, სტატუსებზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია”, – ამბობს მდივანი „TV პირველის” ეთერში.
,,ტვ პირველმა“ 6 მარტს ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ბავშვები ისჯებიან. ჯერჯერობით, უცნობია დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებს სავარაუდო დანაშაულზე.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს
შემდეგი სტატიამარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ კომენდანტის საათს არღვევენ