ზაზა ლიპარტელიანს სამართალდამცველების მიერ გაშვებული წყლის ჭავლი თვალში მოხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ აქციის დაშლის დროს ერთ-ერთი დაშავებული მისი მეგობარი ზაზა ლიპარტელიანია. ამის შესახებ ბესიკ ბრეგაძემ „ნიუჰოსპიტალში“ განაცხადა.

ბესიკ ბრეგაძის ინფორმაციით, ზაზა ლიპარტელიანს სამართალდამცველების მიერ გაშვებული წყლის ჭავლი თვალში მოხვდა.

„მას თვალი დაუზიანდა. როგორც ექიმები გვეუბნებიან, თვალი შენარჩუნებული აქვს, თუმცა სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აუცილებლად სჭირდება ქირურგიული ჩარევა“, – აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.

„ნიუჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ სამი დაშავებულიდან ერთი მედიის წარმომადგენელია.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: მტერს მაშინ უნდა შეუტიო, როდესაც მას სცივა და ეძინება…
შემდეგი სტატიაპროტესტი გრძელდება და გაგრძელდება ბოლომდე