ზაზა ლიპარტელიანი,რომელსაც აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა, პარლამენტთან დაბრუნდა

ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც დარბევისას დაშავდა და თვალი დაუზიანდა, კვლავ აქციაზე მივიდა. ლიპარტელიანის თქმით, მან სამედიცინო ჩარევაზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ, კლინიკა დატოვა.

ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვაში მუშაობდა, ამბობს, რომ ბევრი რამ უნახავს და გადაუტანია, მაგრამ ხელისუფლებისგან არ ელოდებოდა დილის 5 საათზე აქციის დარბევას:

“ხელისუფლების მიდგომა ასეთია: თუ კრიტიკული მასა არ გამოვა, შეგიძლია გალახო, თუ კრიტიკული მასა გამოვა, ანგარიში უნდა გაუწიო, რაც არასწორი მიდგომაა”, – აცხადებს ლიპარტელიანი.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, პროცესი დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით – კახა ოქრიაშვილი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : პოლიტიკურ კლოუნებს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ