ზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა

“ქართული ოცნების” წევრი, ზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა.

ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, ამ სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება, ყველა დეტალზე ისაუბრებენ.

ზაზა ხუციშვილი ნაადრევად მიიჩნევს ამ ეტაპისთვის პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

მისივე თქმით, სერგეი გავრილოვი ქვეყნის მტერია.

banner
წინა სტატიაში“ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება”- გოგიჩაიშვილი კობახიძეზე
შემდეგი სტატიაპარლამენტთან დაკავშირებული მოვლენების გამო Tbilisi Open Air-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს