ზაზა ხუციშვილი: დოლარით მეტი ლარი მოსდით, ეს დადებითი ეფექტიც არის

“ქართული ოცნების” წევრი ზაზა ხუციშვილილარის გაუფასურების შესახებ პრემიერ-მნისტრის განცხადებას ეხმაურება.

“ვერ გეტყვით ზუსტად ამის შესახებ, რას გულისხმობდა პრემიერმინისტრი ლარის გაუფასურების გამომწვევ დადებით პროცესებში.  ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ძირითად პროდუქტებზე არცერთი პროცენტით მატება არ ყოფილა. მეორეს მხრივ, ამას აქვს ხოლმე, როგორც წესი, სხვა ეფექტიც, რომ, აი, მაგალითად, საქართველოდან გარე ვაჭრობა გაზრდილია 18%-ით ამ წელს შარშანდელთან შედარებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ დოლარით უფრო მეტი ლარი მოსდით ადამიანებს ანუ პროდუქტს უფრო მეტს ყიდულობენ… ეს დადებითი ეფექტიც აქვს ამას და არ ვიცი, ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ ეს მომენტი არსებობს. როცა ადამიანი 1000 დოლარით 2400 ლარს იღებს, ჩვენთან ნაყიდი პროდუქტი ექსპორტზე გასატანი მას უფრო მომგებიანად უჯდება”,- განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ჩემი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებ პარლამენტში დავიკავო რაიმე თანამდებობა
შემდეგი სტატიაევროკავშირი ერდორანთან მიმართებაში მკვეთრი პოზიციის ჩამოყალიბებას აპირებს