ივანიშვილის საახალწლო საჩუქარი ქართველ ერს-მიხეილ ჩინჩალაძე . უზენაეს სასამართლოში ჩინჩალაძეებმა, ჩინჩალაძეები წარადგინეს.
ძვირფასო თანამოქალაქენო, სასამართლო ხელისუფლება დგას სამუდამო დაღუპვის წინაშე.თქვენ ალბათ გექნებათ შეკითხვა ვისი მეშვეობით მართავდა ზურაბ ადეიშვილი სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების დროს. ვინ იყო ის პიროვნება იღებდა პოლიტიკურ დაკვეთებს, მიჰქონდა მოსამართლეებდე და აიძულებდა მათ შესრულებას. ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დღემდე ვერც ერთი ასეთი პირი ვერ დაასახელა. 2012 წლიდან ვამბობდი რომ
ეს პიროვნება ჩემი აზრით იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სასამართლოს მართავდა თავმჯდომარეების კლანის მეშვეობით. გაინტერესებთ სად არიან ის თავმჯდომარეები? მინდა გითხრათ რომ მათი უმრავლესობა კვლავ სასამართლო სისტემაშია და კვლავ მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს, ხოლო ჩინჩალაძე ისევ უზენაესი სასამართლოსკენ მიისწრაფის. დღევანდელ სასამართლოს ახასიათებს ორგანიზებული მორჩილების სინდრომი და ყველაზე მეტად მას ჩინჩალაძე განახახიერებს.
ჩემი აზრით, ჩინჩალაძე მართავს დღეს მოქმედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სია სწორედ მის მიერ არის შედგენილი. ეს არის ან მისი ახლო სამეგობროს ან მისდამი ლოიალურად განწყობილი ხალხის სია.
მიხეილ ჩინჩალაძემ სულ რომ არაფერი გააფუჭოს დღევანდელ სასამართლო სისტემაში, მისი დაწინაურება ნიშნავს სასამართლის სრულ მორალურ დეგრადაციას. რა მაგალითს ვაძლევთ სხვა მოსამართლეებს ან მომავალ თაობას რომელსაც იურისტობა და მოსამართლეობა სურს. მოგიწოდებთ ყველამ გამოთქვათ პროტესტი და არ მივცეთ პარლამენტს ქართული სასამართლოს მომავლის სამუდამოდ დაღუპვის შესაძლებლობა-წერს ზაზა ხატიაშვილი.