ზაზა ხატიაშვილი – ის ფაქტი, რომ ლადო ჭანტურია იქნება მოსამართლე და არა ევა გოცირიძე, არის პირადად ჩემი დამსახურება

ის ფაქტი, რომ ლადო ჭანტურია იქნება მოსამართლე და არა ევა გოცირიძე, არის პირადად ჩემი დამსახურება“,- აცხადებს პირველ არხთან საუბრისას „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგის სასამართლოს კონკურსის შედეგების კომენტირებისას.

ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ლადო ჭანტურია მოსამართლეობისთვის ღირსეული კანდიდატია, რომელსაც აქვს შანსი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე გახდეს, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე მას უმაღლესი შეფასება დაუწერა.

” ლადო ჭანტურია არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტი და ამიტომ ის ფაქტი, რომ ლადო ჭანტურია იქნება მოსამართლე და არა ევა გოცირიძე, არის პირადად ჩემი დამსახურება, რადგან მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ევა გოცირიძე ჩავაგდე”,-აღნიშნა ხატიაშვილმა.

რაც შეეხება დარჩენილ ორ კანდიდატს, „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, საკონკურსო კომისიაზე მათ განხილვაზე თავის დროზე პროტესტის ნიშნად განაცხადა უარი, რადგან თვლიდა, რომ კანდიდატების მეორე ტურში გადასვლა წინასწარ იყო განზრახული. ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესი თავიდანვე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე შემდგარი გუშინდელი გასაუბრების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შემდეგ საკონკურსო ეტაპზე გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშისოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული
შემდეგი სტატია,,დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს” -,,ოცნებამ” რუსთავში წარდგენა გამართა