6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ზაზა ხატიაშვილი: დიტო ჩუბინიძის დაკავება საშიში პრეცედენტია, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას ანადგურებს

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და „ასავალ-დასავალის“ დაკავებული ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ინტერესების დამცველი ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს.

ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ, მაშინ როდესაც თავად რესპონდენტთან პროკურატურას კითხვები არ ჰქონია.

„ეს არის ბრალდება, რომელიც ყველა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას ეხება… ბრალის ფორმულირებით რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფო უწყებაების უკმაყოფილების შემთხვევაში ჟურნალისტს სამშობლოს ღალატისთვის დააკავებენ. ეს არის საშიში პრეცედენტი“, — აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატი მიუთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზეც და აღნიშნავს, რომ პროკურატურის დადგენილება ევროსასამართლოს კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავა. უწყების მტკიცებით, ის მედიასაშუალებებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ოქტომბერს შეუფარდა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიშიო მესამემ ზემო აჭარაში 1 200-ზე მეტი ადამიანი მონათლა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის წარმომადგენელმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა