ზაზა ხატიაშვილი : ადვოკატთა სკოლა მუშაობას პირველი იანვრიდან დაიწყებს

ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადვოკატთა ასოციაციას აღმოუჩინეს დახმარება, სტაჟიორ ადვოკატებთან მიმართებაში შეიქმნას ადვოკატის სკოლა, – განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, ადვოკატთა სკოლა მუშაობას პირველი იანვრიდან დაიწყებს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ადვოკატთა ასოციაციაში უნდა შემოვიდნენ უკვე მომზადებული ადვოკატები, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე მზად გვაქვს და საპილოტე პროგრამაც. ადვოკატთა სკოლა მუშაობას პირველი იანვრიდან დაიწყებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის ეთიკური უნარ-ჩვევები, რაც უნდა ახასიათებდეს ადვოკატს, რაც მან უნდა შეიძინოს იქამდე სანამ შემოვა ადვოკატთა ასოციაციაში, შესაძლებელი გახდა ამ პროექტით“,- აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ნიკა რურუას მიერ შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების გამოყენების საკითხს სწავლობს
შემდეგი სტატია(Foto) გონიოს მაგისტრალზე ევკალიპტებს ჭრიან