ზაზა ხატიაშვილი ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესარჩევი მოსამართლის კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესარჩევი მოსამართლის კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, დღეს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს კონკურსი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში კანდიდატის შესარჩევად, რომლის შედეგები წინასწარ არის ცნობილი.

„საქართველოს მთავრობა ემზადება მორიგი ფარსისთვის. აღნიშნულში სამწუხაროდ მონაწილეობს, სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი რომ შეერთებოდა ზაზა ხატიაშვილის და ანა ნაცვლიშვილის პროტესტს, არ მიეღო მონაწილეობა დღევანდელ კონკურსში, ევროპის საბჭო სავარაუდოდ, მოითხოვდა კომისიის და კომისიის თავმჯდომარის შეცვლას, რაც საშუალებას მოგვცემდა ახალი კომისიის ფარგლებში მიგვეღო აპოლიტიკური გადაწყვეტილება. საამაყოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური გამოეხმაურა ჩემს მოწოდებას და არ მიიღო მონაწილეობა წულუკიანისა და „მურუსიძეების“ მიერ დადგმულ მორიგ სპეკტაკლში. დღევანდელ კონკურსში პროტესტის ნიშნად არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა პროფესორ კონსტანტინე კორკელიას (რომლის წინააღმდეგ წულუკიანი ამხედრებდა კომიიის წევრებს) და კონსტანტინე ვარძელაშვილს. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისა ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომელსაც დღეს შეარჩევს კომისია“, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუდიდესი გმირობის, ქვეყნის სიყვარულის და ერთსულოვნების დაუვიწყარი მაგალითი ვიხილეთ ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლის დღეებში
შემდეგი სტატიაზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა