ზაზა გოროზია: მშიერი შვილისა თუ მხცოვანი მშობლის დასაპურებლად ოცნება საკმარისი არაა

“მშიერი შვილისა თუ მხცოვანი მშობლის დასაპურებლად ოცნება საკმარისი არაა, ოცნებით ვერც მედიკამენტებს ყიდულობ და ვინმე არც ანაზღაურებას გიზრდის. ოცნება საკმარისი სულაც არ არის, რომ დასაქმებული იყო, ან კრედიტებს მოემსახურო! ოცნებით ქალაქები არ შენდება, არც მოსახლეობის გაზიფიცირება ხდება და არც წყლით მომარაგება. ოცნება სამართლიანობის გარანტი არაა, ოცნება საკმარისი არც გამართული საერთაშორისო ურთიერთობებისა და კეთილმეზობლობისთვისაა. მოკლედ, ყველა ხედავს, რომ ოცნება, ქართული იქნება, მშვენიერი, კეთილი თუ საოცარი, რეალურად არაფერია, თუ მისი რეალიზება ვერ და არ ხდება. ადამიანებს საქმე, პირადი და სახელმწიფოებრივი პერსპექტივის განცდა, ცვლილებები და წინსვლა სჭირდებათ! ამას კი სწორედ ჩვენს პოლიტიკურ ძალაში ხედავენ და 31 ოქტომბრისთვის ემზადებიან, რომ მხარი ძლიერ საქართველოსა და საკუთარი მდიდარი ოჯახის პერსპექტივას დაუჭირონ!”,-აცხადებს ენმ და „ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გოროაზია.

მისივე განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტრანსნაციონალური პროექტის პარალელურად, მომავალი წლიდან სამეგრელოს მაღალთიანი რეგიონების საკურორტო განვითარება დაიწყოს. კერძოდ, საუბარია სქური-ლუგელა-ლებარდეს ერთიანი საერთაშორისო სამედიციონო საკურორტო ინფრასტრუტურის მოწყობასა და მენჯისა და ნოქალაქევის ბანლეოროლოგიული კურორტების აღორძინებაზე. სწორედ ამ წუთებში მუშავდება ცაიშის პროექტი და ხდება მისი ეკონომიკური გათვლები. ასევე, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეორნეობის პროექტები, რომელთა რეალიზებაც მომავალი წლიდან დაიწყება. ამ მიმართულებით დაგეგმილია 348 მილიონი ლარის ინვესტიცია და 8300 ადამიანის დასაქმება. ჩამოგითვლით რამდენიმე მიმართულებას, რომლებზეც სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით აქცენტი გაკეთდება-აცხადებს ზაზა გიოროზია “ნეიშნ ჯესთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიგოჩა კურდღელია : ჩვენი ამოცანაა ახალგაზრდების განვითარების და კეთილდღეობის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა
შემდეგი სტატიათბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა