ზაზა გოროზია „ახალი სამეგრელოს” კონცეფცია შემუშავებულია

„ახალი სამეგრელოს” კონცეფციაზე საუბრისას ენმ და „ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გოროაზია აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდება არსებული ბაღების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ასევე, მოეწყობა ხილის სამაცივრო-გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, გაშენდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები, აშენდება თანამედროვე ტიპის ქაფშიის გასაყინ-გადამამუშავებელი საწარმო, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში კი ქაფშიას ფქვილში დიოქსინისა და ვერცხლისწყლის დონის განსაზღვრა მოხდება, რაც ევროპაში მისი ექსპორტის შესაძლებლობას მოგვცემს.
ამის გარდა, ციტრუსისა და ხურმის არსებული ბაღები ოთხი წლის განმავლობაში წვეთოვანი სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და პარალელურად ციტრუსისა და ხურმის თანამედროვე ჯიშების ბაღებიც გაშენდება. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რამდენიმე მეფრინველეობის კომპლექსი და თანამედროვე ტიპის თევზის მეურნეობა მოეწყობა.
რა თქმა უნდა, როგორც თხილის და კენკროვანი კულტურების წარმოებას, ასევე, მეფუტკრეობასაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება დაეთმოება, რისთვისაც მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თაფლის გადამამუშავებელი და დამაფასოებელი საწარმო, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებს მოემსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულყოფილი აგროდაზღვევის სიტემის შექმნას. აგროდაზღვევის 10-წლიანი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც გლეხის – ფერმერის შემოსავლის გარანტირებულ დაზღვევას უზრუნველყოფს.
სხვათა შორის, დასრულდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მართვის კონცეფციაზე მუშაობა და შეიქმნება მიწის ბანკიც-აცხადებს ზაზა გიოროზია “ნეიშნ ჯესთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის (OSCE/ODIHR) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა