ზაზა გოროზია: აი, თქვენ რომ დედის ნახვა აგიკრძალონ, დედა აღარ გეყოლებათ? – ეს ხომ სისულელეა

“მიუხედვად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა შეზღუდული აქვს, ამ არჩევნებში ქართველი ხალხი მის როლს კარგად აცნობიერებს! რაც შეეხება აქტიურობას, აქტიურობა იმ ფორმითა და დოზით, ანუ საშუალებით იქნება, რასაც კანონი იძლევა.
აი, თქვენ რომ დედის ნახვა აგიკრძალონ, დედა აღარ გეყოლებათ? – ეს ხომ სისულელეა. ასეა ამ შემთხვევაშიც, ანუ ვიღაცეები ცდილობენ, მოსახლეობას უთხრან, რომ მიხეილ სააკაშვილი, თურმე, არ არსებობს და ამავდროულად, მისი ყოველი გამოჩენა თუ განცხადება ოპონენტებს საშინელ დღეში აგდებთ, მომხრეებს კი აძლიერებს-აცხადებს „ენმ”-ს სამეგრელოს რეგიონის საარჩევნო შტაბის უფროსი ზაზა გორიაზია

კითხვაზე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რა ბერკეტები ექნება “ენმ”-ს გორიზია აცხადებს, რომ გაყალბების წინააღმდეგ უმთავრესი მექანიზმი მხოლოდ კანონის დაცვაა.

“ნებისმიერი პერსონა, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას მიიღებს, უმკაცრესად დაისჯება და ეს უნდა იცოდნენ, არა მხოლოდ საარჩვენო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა – მოხელეებმა, არამედ, შესაძლო გაყალბების პროცესში ჩართულმა ნებისმიერმა პერსონამ!”-აცხადებს გოროზია

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: „გასაგებია, ქართველ ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ივანიშვილმა“
შემდეგი სტატია„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა