ზაზა გახელაძის ოჯახი ერგნეთში ჩავიდა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა ამ წუთებში იწყება. ერგნეთში ჩასულები არიან საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შედეგებს ელოდებიან.

შეხვედრას ეუთო-ს გენერალური მდივანიც დაესწრება, რომელსაც მედიასთან წინასწარ კომენტარი არ გაუკეთებია. ოფიციალური თბილისი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს.

“ჩემი შვილის ბედ-იღბალი წყდება ალბათ ნაწილობრივ მაინც ამ ერგნეთის შეხვედრაზე და იმედია ჩვენდა სასიკეთოდ რაღაც გადაწყდება”, – თქვა ზაზა გახელაძის დედამ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – პანსიონიდან ბავშვების გადაყვანა სპონტანური ვერ იქნება, საპატრიარქოსთან მუშაობას გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიაწყალტუბოში სასტუმრო “არგოში” შეჭრისა და მისი მფლობელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს