ზაზა გახელაძის მოსანახულებლად შესაძლოა, ოჯახის წევრები ცხინვალში ჩავიდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

ამასთან, ანთაძის თქმით, განიხილეს შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძის მოსანახულებლად ოჯახის წევრების ცხინვალში ჩასვლა მოხერხდეს.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალქეების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად. როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. იყო შემდგომ კონსულტაციები და ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება. გარდა ამისა, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება. რაც შეეხება შემდგომ პროცესს, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

banner
წინა სტატიაში“მაგთიკომი” კახა ბექაურს უპირისპირდება და რეაგირებისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართავს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა