ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად თბილისიდან მსვლელობა იწყება

ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად! – ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. ისინი რამდენიმე წუთში სოფელ ქვემო ჭალაში მანქანების კოლონებით გაემგზავრებიან და გახელაძეების ოჯახის აქციას შეუერთდებიან.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ქმედების დროა, რადგან ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, გახელაძის უკანონო ტყვეობის დასრულებისთვის მთავრობისგან არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს