ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად მის მშობლიურ სოფელში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ოკუპანტთა მიერ ჯერ უკანონოდ დაჭრილი და დატყვევებული, შემდეგ კი ასევე უყკანანოდ, პატიმრობამისჯილი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად მის მშობლიურ სოფელში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

“ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ, იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ და შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ის მავთულხლართი, რომელიც აქვე ახლოსაა და რომელიც ახლა პირდაპირ ეთერშიც ჩანს”, – განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა დავით დონერიანმა.

ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ქმარს ესაუბრა და მისი ბოლო სიტყვები ამ საუბრის დროს, მალე დაბრუნების პირობა იყო.

“ველაპარაკე და მითხრა, რომ გასაჩივრების შანსი არსებობს, მაგრამ ეს უკვე ზაზაზეა დამოკიდებული. მისი დაპირება იყო და იმედი, რომ მალე დაბრუნდება”, – თქვა ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ველიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 2020 წლის ივლისში გაიტაცეს, ხოლო 5 თებერვალს მას ცხინვალის ე.წ.-მა სასამაღთლომ 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში8 თებერვლიდან N301 და N51 ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება
შემდეგი სტატიამარიამ ჯანგირაშვილი- «ბაიერ -04» ლევერკუზენის წარმატებული ფეხბურთელი