ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახში სინოდის წევრები იმყოფებოდნენ. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ და ატენისა და სამთავისის მიტროპოლიტმა მეუფე დამიანემ გახელაძეებს უთხრეს, რომ პატრიარქმა ილია მეორემ წერილი მოამზადა, რომელსაც გაუგზავნის რუსეთის პატრიარქს და სთხოვს, რომ ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში, რათა ზაზა გახელაძე დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.

ზაზა გახელაძის გათავისფულების მოთხოვნით, ხვალ, სოფელ ზემო ჭალაში, საპროტესტო აქცია გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სამუშაო სადილზე ჯორჯ კენტს და კრისტოფერ სმიტს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია აშშ-ში კარლ გერშმანს და მირიამ ლანსკოის შეხვდა