ზაზა გახელაძის დედა: იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით – ამის შესახებ ზაზა გახელაძის დედამ აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნანა ბუნტურის თქმით, კელი დეგნანთან და ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ სასიკეთო ცვლილების იმედი აქვთ.

როგორც ცნობილი გახდა,  ხვალ დაგეგმილ ერგნეთის შეხვედრაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება:

„შევხვდით ამერიკის ელჩს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს. დაგვპირდნენ, რომ დღემდეც, ყველანაირად ვცდილობთ და კიდევ უფრო გავაქტიურდებითო. გვითხრეს, რომ ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებინ და უფრო მწვავედ დააყენებენ ამ საკითხს.

ჩვენც ვიქნებით ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე. დაველოდებით, იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს. პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს.

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით” – ამბობს ბუნტური

 

banner
წინა სტატიაშიგეგელია: საქართველომ მეტი როლი უნდა შეასრულოს ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში
შემდეგი სტატიადედა სიდონიას წერილი: რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი