ზაზა გახელაძის ცოლი – იმედი გვაქვს, რომ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მაინც გათავისუფლდება

უს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც განაცხადეს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად, თვალს ადევნებდნენ ზაზა გახელაძის ოჯახში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს, რომელიც 2020 წლის ივლისში დაჭრეს და გაიტაცეს, ე.წ.-მა სასამართლომ ცხინვალში 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“სუს-ის წარმომადგენელს, ირაკლი ანთიძეს, ყოველდღიური შეხება აქვს ცხინვალთან და ჩვენც გვაყენებენ საქმის კურსში, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობენ. იმედი გვაქვს, რომ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მაინც გათავისუფლდება”, – ამბობს “მთავართან” ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

33 წლის ზაზა გახელაძეს საოკუპაციო ზოლი არ გადაუკვეთავს – რუსი სამხედროები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მას ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს.

“სასამართლო” პროცესზე სამხედროებმა თქვეს, რომ გახელაძეს არც მათი მიმართულებით უსვრია და არც აგრესიულობით გამოირჩეოდა, მაგრამ ე.წ. მოსამართლემ მას პატიმრობა მაინც შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – “რესპუბლიკური პარტია” მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად
შემდეგი სტატიათეა ახვლედიანი – ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი