ზაზა გაბუნია: როდესაც მთავრობა ეფექტურ გეგმას წარმოადგენს, ოპოზიცია შფოთავს

ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნია

ე.წ. ლარიზაციის გეგმას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ “გაბედული ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოპულიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, როდესაც მთავრობა ეფექტურ გეგმას წარმოადგენს, ოპოზიცია შფოთავს:

”მე კარგად მესმის, რომ როდესაც მთავრობა ეფექტურ გეგმას წარმოადგენს, ოპოზიცია შფოთავს და ძირითადად პოპულისტური განცხადებების ნიადაგზე ცდილობს წარმოდგენილი გეგმის დისკრედიტაცია მოახდინოს, რასაც მათ შორის ამ დარბაზში ვისმენთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან. ეს არის ის, რასაც ითხოვდა საზოგადოება. გასაგებია, რომ თქვენ სხვა რამეს ითხოვთ, გასაგებია, რომ თქვენ გინდათ ჩამოვაფაროთ ფარდა სახელმწიფოს, ჩამოვუშვათ ხელები, მოვიქცეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ და ვიმოქმედოთ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგით, მაგრამ დიდი ბოდიში, ჩვენ ჩვენი მკაფიო გეგმა გვაქვს.
ეს პაკეტი საზოგადოებისთვის მთავრობის მხრიდან შეთავაზებულია სწორედ იმისთვის, რომ ვუშველოთ ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას. ეს არის გაბედული და სწორი გადაწყვეტილება, რომელთანაც არავითარი კავშირი არ აქვს პოპულიზმს, იმიტომ, რომ ის მიღებულია ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე, კომპტენციის ჭრილში.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, შეკვეცს ადმინისტრაციულ ხარჯებს და ეს არის მართლაც გაბედული ნაბიჯი. მე არ მახსენდება ასეთი რეალური ნაბიჯები ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და როგორც ჩანს, ძალიან ადვილია კრიტიკა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსურად სხვაზე დამოკიდებულ მოქალაქეებს დაიხსნის ძალიან უარყოფითი ზეგავლენებისგან. ეს გადაწყვეტილება არის წინაპირობა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით დაიძლიოს არსებული ეკონომიკური სირთულეები, რაც რა თქმა უნდა, არ აწყობს ”ნაციონალურ მოძრაობას”,- განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიაგიორგი კაკაურიძე: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული