ზაზა გაბუნია : პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, მიუხედავად ბანაკურ-პარტიული კუთვნილებისა, უბრალოდ ადგებოდა და მიულოცავდა პრემიერს ამ წარმატებულ ვიზიტს, რადგან მამუკა ბახტაძე ჩვენი მთავარი პარტნიორის დედაქალაქში წარმოადგენს სახელმწიფოს და მის ინტერესებს და ამ თვალსაზრისით ვიზიტის ფარგლებში ვხედავთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას.

ამიტომ, ეს არის ტესტი პოლიტიკოსებისთვის, რადგან თუ არის მცდელობა ამ ვიზიტის დაკნინების, გამოდის რომ ეს არის იმ დადებითი შედეგების დაკნინების მცდელობაც რაც ქვეყანამ მიიღო.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ “საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას” და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით.

მაიკ პომპეომ ხაზგასმით დაუჭირა მხარი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, აგრეთვე საპარლამენტო კონტროლის მოდელს, რომელიც წარმატებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ მოგვცა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელსაც აქვს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ბესელია პომპეოს განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატია„60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო“ – ოპოზიცია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს