ზაზა გაბუნია: მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილებით, დამატებით ათასობით ექიმი, ექთანი მასწავლებელი, პენსიონერი მიიღებს მხარდაჭერას

news
ავტ.: news მაისი 20, 2020 13:58

ზაზა გაბუნია: მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილებით, დამატებით ათასობით ექიმი, ექთანი მასწავლებელი, პენსიონერი მიიღებს მხარდაჭერას

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დამატებით 6767 მოქალაქე, კერძოდ: ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები ისარგებლებს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი

შეღავათების ჯამური ოდენობა დაახლოებით 7,4 მილიონ ლარია და კანონპროექტის განხორციელებით მხარდაჭერა დამატებით 25-30 ათას მოსახლეს შეეხება – განაცხადა ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის არსებული მძიმე პირობების შესამსუბუქებლად მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 800 მეტრზე და მეტზე მდებარე დასახლებებს, რომლების გამყოფ ხაზთან მდებარეობენ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე მიენიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ამ კანონის მიღების შემდეგ სტატუსს მიიღებს 19 დასახლება და ბიუჯეტში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 3,1 მლნ ლარი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ცვლილებას. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სადაც (80 % მეტი დასახლებისა მაღალმთიანია) და ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, დარჩენილ მუნიციპალიტეტებსაც მაღალმთიანი სტატუსი კრიტერიუმების განხილვის გარეშე მიენიჭებათ. ზემოაღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში სტატუსი მიენიჭება 4 მუნიციპალიტეტში (თიანეთი, დმანისი, ასპინძა და დუშეთში) მდებარე 39 დასახლებას და ბიუჯეტში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 4.1 მლნ ლარი.

რაც შეეხება მესამე ცვლილებას. მომხსენებლის განმარტებით, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ დასახლებებში სადაც მაღალია მიგრაცია და ასევე რთული კლიმატური პირობებია მოხდება განსხვავებული წესის დადგენა და სტატუსის მისაღებად 9 თვის ნაცვლად, ფაქტობრივი ცხოვრების ვადად 6 თვე განისაზღვრება.​

news
ავტ.: news მაისი 20, 2020 13:58

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics