ზაზა გაბუნია ანა დოლიძის განცხადებას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაზა გაბუნია მიესალმება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

ზაზა გაბუნია: “მინდა მივესალმო ქალბატონი ანა დოლიძის, როგორც პრეზოდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების განხილვისთვის მზადყოფნის გამოხატვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ნიშნავს მათ მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, ეს ცალსახად სწორი გზავნილია ადმინისტრციის მხრიდან, რადგან პრეზიდენტის ამა თუ იმ ფორმით საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობა მხოლოდ კარგია”.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, როგორც კი ჩამოყალიბდება კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს მათ და ჩაერთვება შესაბამის განხილვაში.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს
შემდეგი სტატია„გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულების ასლი სამინისტროში დაცული არ არის