ზაზა ჭაია:ე კ ო ლ ო გ ი უ რ ი კატასტროფა!

ზაზა ჭაია შსს მიმართავს“გეგონებათ ა გ ვ ი ს ტ ო შ ი, 1000 ჰექტარზე მეტი ტყის გადაწვა არ კმაროდა, ხანძრები კვლავ გიზგიზებს აღ. და დას. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში და ტყე-ბუჩქნარებში. ს ე ქ ტ ე მ ბ ე რ შ ი იწვოდა ან იწვის ტყე-ბუჩქნარები: ხახაბოსთან, გორიჯვართან, გორანასთან, ნახშირგორასთან, ვარძიასთან, წაღვერთან. ხანძარს ჯერაც ვერ აქრობენ, ხ ა ხ ა ბ ო ს წიწვოვან ტყეში, ხოლო ბ ო რ ჯ ო მ შ ი, ამ წ უ თ ე ბ შ ი კვლავ იწვის 5 ჰექტარი წ ა ღ ვ ე რ ი ს ენდემური ტყე, წითელ ნ უ ს ხ ა შ ი შეტანილი ფიჭვით, სოჭით, ქართული მუხით და მრავაწლოვანი რცხილათი და წიფელით. თუ წაღვერს ყ უ რა დ ღ ე ბ ა არ მიექცა, ისეთივე კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ, როგორც ბორჯომში, გ უ ჯ ა რ ე თ ი ს წ ყ ლ ი ს ხეობაში, როცა უყურადღებობას, 1000-ე ჰექტარი ტყე შ ე ე წ ი რ ა. ამ მწვავე ფონზე, კიდევ უფრო მწვავეა, ს ა მ ც ხ ი ს ბუნების ბედი. სამცხეში იწვის: ანდრიაწმინდის, ღალვის და ოშორის ტ ყ ე ე ბ ი, ტყის ნორჩი კ ო რ ო მ ე ბ ი, ვ ა რ ძ ი ი ს ა და კორისხევის მინდვრები და ბუჩქნარები, ცეცხლი კლდეებს ახურებს და ხეთქავს, გახურებული ქვები ფერდებზე ცვივა და ხანძარს კიდევ უფრო ა ფ ა რ თ ო ვ ე ბ ს, კვამლიანობა და დამწვრის მკვეთრი სუნი, ხანძრების კერებიდან 5/10 კილომეტრით დაცილებულ სოფლებშიც კი ი გ რ ძ ნ ო ბ ა. ვარძიასთან 50/60 ჰექტარი მაინც არის დამწვარი, მ ო ნ ა ს ტ ე რ თ ა ნ ცეცხლი კი ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ თ ა ვაჟკაცობით იქნა ჩამქრალი, მაგრამ ადგილობრივები უბრალოდ ვეღარ ა უ დ ი ა ნ და თუ სახელმწიფო სამცხეს და ბორჯომს ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ს არ მიაქცევს, იმავე შედეგს მ ი ვ ი ღ ე ბ თ, რასაც ლანგ თემურის, უზუნ ჰასანის და შაჰ თამაზის შემოსევების დროს ვიღებდით!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ზაზა ჭაია და გიორგი მაღრაძის ფოტომასალას აყვეყნებს.

banner
წინა სტატიაშილვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააჯარიმა
შემდეგი სტატიაწაღვერში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს