ზაზა ჭაია: ნარკოტიკები კ ლ ა ვ ს!

ნარკოტიკებს მ ი ა ქ ვ ს საქართველო, ნარკოვაჭრობა ყ ვ ა ვ ი ს დედაქალაქში, თბილისის ნებისმიერ უბანში დილადან საღამომდე ნ ა რ კ ო ტ ი კ ე ბ ი თ ,,გახურებული” ვ ა ჭ რ ო ბ ა ა, აქ ნებისმიერ ნარკოტიკს – ,,საქუჩოს”, ,,საუბნოს”, ,,საკლუბოს”, ,,საპრეზენტაციოს”, ,,საივენთოს”, ,,საყმაწვილოს”, ,,სასკოლოს” თუ ,,საბავშვოს” (როგორც დღეს ,,მოფერებით” ეძახიან, ყურს, რომ ,,ცუდად” არ მოხვდეს), ,,ხელმისაწვდომ” ფასებში, ადვილად და უწვალებლად შეიძენთ, გ ა ს ა ღ ე ბ ა და ,,სერვისი” იმდენად ,,დაიხვეწა”, რომ ნარკოტიკების ყ ი დ ვ ა ს, ინტერნეტით, სოც. ქსელებით და პირადი სატელეფონო გზავნილებითაც კი გ თ ა ვ ა ზ ო ბ ე ნ, როგორც ბ ი თ უ მ ა დ ისე ც ა ლ ო ბ ი თ, ,,საქონლის” ფართო ა რ ჩ ე ვ ა ნ ი თ ა და ,,ფასდაკლების” გათვალისწინებით. ,,დახლი” კი უ დ გ ა თ ყველგან, ცნობისმოყვარე ყმაწვილებს და ბავშვებს ითრევენ, წამლავენ, აავადებენ, ღუპავენ, კლავენ და თუ ურემი არ გადაბრუნდა (როგორც შარშან ანაკლიაში), ყიდვა-გაყიდვა დ უ ღ ს და ყ ვ ა ვ ი ს. ბავშვების თ ვ ა ლ წ ი ნ, უბნებში, ბაღებში და სკვერებში, ,,იღება” და ს ა ღ დ ე ბ ა ნარკოტიკები. ჩვენი მძიმე დ ე მ ო გ რ ა ფ ი უ ლ ი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ეს ნ ა რ კ ო შ ე მ ო ტ ე ვ ა, ერის საწინააღმდეგო დ ი ვ ე რ ს ი ი ს ელფერს იძენს. მდგომარეობის მთელ ტ რ ა გ ი ზ მ ს ბუნებრივია გვერდს არ უვლის მისი უწმინდესობა საქართველოს კ ა თ ა ლ ი კ ო ს-პ ა ტ რ ი ა რ ქ ი, რომელიც საშობაო ე პ ი ს ტ ო ლ ე თ ი, სახელმწიფოს ,,ახალაგაზრდობის დაცვას”, ,,სასკოლო ასაკიდანვე მათი ცნობიერების ამაღლებას”, ,,ამ უმძიმეს სენთან უარყოფითი განწყობის შექმნას”, ,,სარეაბლიტაციო ცენტერების შექმნას” და ,,კომპლექსურ მიდგომათა განხორციელებას” თხოვს, რომელიც შეამცირებს ამ შავი ჭ ი რ ი ს გავლენას, მართლაც ,,გზააბნეულ” ყ მ ა წ ვ ი ლ ე ბ ზ ე. სახელმწიფომ კი ახლა მაინც, მ ტ კ ი ც ე ნებით, ც ი ვ ი გონებითა და უ მ კ ა ც რ ე ს ი ხელით (კანონის ფარგლებში), უნდა შ ე ა მ ც ი რ ო ს (აღკვეთოს) საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა, ბრუნვა, ვაჭრობა და გასაღება, მკაცრად ა ლ ა გ მ ო ს ყველა ნ/ვაჭარი, ი ზ რ უ ნ ო ს სნეულთა განკურნებაზე, მ ო ა ხ დ ი ნ ო ს ჯანსაღი წესით ცხოვრების პოპულარიზაცია, ხოლო საზოგადოებამ ხმა უნდა აღ ი მ ა ღ ლ ო ს და წინ უნდა ა ღ უ დ გ ე ს ,,თეთრ სიკვდილს”, რომელიც ბავშვების სულებით იკვებება!

 

სამართალდამცველთა დაცვის ლიგა, ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ჭაია.

banner
წინა სტატიაშინარკოპოლიტიკა საჭიროებს მოწესრიგებას, რადგანაც მდგომარეობა გაუარესებულია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დანიშნა