ზაზა ბიბილაშვილი: სასამართლომ 18 დღე მოგვპარა და ივანიშვილს მიართვა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექოტრი ნიკა გვარამია ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე, სასამართლოს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ტელეკომპანიას ფოსტით ჩაბარდა, რასაც კანონი არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილება მხარემ თავად უნდა წამოიღოს სასამართლოში გამოცხადებით.

“ინსტიტუტები ბოლომდე დაინგრა, სასამართლო აღარ არის სასამართლო, დღეს სასამართლომ 18 დღე მოგვპარა, პირდაპირი გაგებით და მიართვა ივანიშვილს. ყველაფერი ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, ეს მიზანი არის რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება და ხელისუფლების უზურპაცია. ვარწმუნებ თითოეულ ტელემაყურებელს, რომ ეს უბრალოდ ვერ მოხდება. ამ ომში გაიმარჯვებს სიმართლე, ამ ომში გაიმარჯვებს სამართლიანობა, გაიმარჯვებს კანონი და გაიმარჯვებს ხალხი. რაც არ უდნა უმსგავსობა ჩაიდინოს ეგრედ წოდებულმა სასამართლომ, როგორი ქურდული და ქვეშ-ქვეშა მეთოდებითაც არ უნდა იბრძოლონ, ეს ბრძოლა რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული არის სამართლიანი და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე,“ – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც გვარამიას ხვდება.

banner
წინა სტატიაში(video) ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს დირექტორთან
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საგანგებო განცხადება