ზაზა ბიბილაშვილი : ივანიშვილი მთლიანად დაეპატრონა პოლიტიკურ ველს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა

საქართველოში უნდა დასრულდეს ივანიშვილის კორუმპირებუილ კლანური მმართველობა, ამისთვის საჭიროა არაორდინალური გადაწყვეტილებები და არაკომერციული ქმედებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი მთლიანად დაეპატრონა პოლიტიკურ ველს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა. როგორც ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, კონკრეტულ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირები მოლაპარაკებები გაიმართება ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან.

„ერთიანი ნაციონალური მორაობა“ გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საქართველოში დასრულდეს ივანიშვილის კორუმპირებული კლანური მმართველობა. ამისთვის საჭიროა არაორდინალური გადაწყვეტილებები, არაკომერციული ქმედებები, ვინაიდან ივანიშვილი სრულად დაეპატრონა პოლიტიკურ ველს. ივანიშშვილის მმართველობა აუცილებლად დასრულდება, მიუხედავად მისი მილიარდებისა და ანტიდემოკრატიული კონსტიტუციისა. ვაპირებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებას. ბუნებრივია, ამ პარტიებში არ იგულისხმება პრორუსული და ანტიდასავლური პარტიები”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე” – გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტზე
შემდეგი სტატიანიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა თბილისის საკრებულოში