15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ზაზა ბიბილაშვილი: “გავრილოვის ღამის” შემდეგ წელი არ გასულა, რომ ხალხის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია არ ჩაეტარებინათ

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მიზანმიმართულად ცდილობს ისტორიის გადაწერას და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. მისი თქმით, ეს არის მტრის კლასიკური ხელწერა.

„როდესაც სახელმწიფოში მტერი შედის, პირველი, რასაც აკეთებს — ცდილობს ისტორიის გადაწერას. ეს გააკეთეს რუსებმა მე-19 საუკუნეში, ბოლშევიკებმა მე-20 საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში და ამას აკეთებს `ქართული ოცნებაც~ 2012 წლიდან, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად“, — აღნიშნა ტვ პირველის ცნობით, ბიბილაშვილმა.

მან „გავრილოვის ღამეც“ გაიხსენა და პარალელი გაავლო მაშინდელი ხელისუფლების განცხადებებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის.

“გავიხსენოთ თუნდაც გავრილოვის ღამე, იმ სასტიკი დარბევის დაწყებამდე 20 თუ 30 წუთით ადრე, მაშინდელმა პრემიერმა, კაციშვილს რომ არ ახსოვს, თქვა, რომ ჩვენ არაფერს არ ვიზამთო, ეს ჩვენი ხელწერა არ არისო და 30 წუთში დაიწყო სასწაული, მამუკა ბახტაძე იყო ასეთი პიროვნება, იმის მერე პრაქტიკულად წელი არ გასულა, რომ “ქართულ ოცნებას” სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია არ ჩაეტარებინოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

ბრძლა მეხსიერებისთვის არის ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის, რადგან მეხსიერება არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენ მიერ საგანთა და მოვლენათა აღქმას დღეს და ეს აღქმა განსაზღვრავს იმას, როგორი ვიქნებით ხვალ”,_ განაცხადა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის თქმით, „ბრძოლა მეხსიერებისთვის არის ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის“, რადგან სწორედ მეხსიერება განსაზღვრავს საგანთა და მოვლენათა აღქმას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, თუ როგორები ვიქნებით ხვალ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილს მოსწონდა ის რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და თავისთვის შეინარჩუნა”- გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიარუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულ დრონს უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ქალაქ რენის თავზე მოარტყა