ზაზა ბიბილაშვილი: ეს წერილი საერთოდ რომ არ არსებობდეს, რა იცვლება?

“ეს წერილი საერთოდ რომ არ არსებობდეს, რა იცვლება?

ის არა, რომ საქმე 11 წლის წინანდელია და ახლა გაუგებარი მიზეზებით წამოიწია – მაშინ, როდესაც არც ერთი მიმდინარე, მწვავე საქმე ადგილიდან არ იძვრის –

რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობის, ბედუკაძის გამძუყნავის საეჭვო გარდაცვალების, “კოდორი 2007”-ის სპერაზმელების ჩახოცვის, ჯიჰადის ვიდეოების, ჰაკიმ ფაშას და ჟვანიას “მკვლელობის”, ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემის, გოგაშვილის გამილიონერების, სესიაშვილის კორუფციის, სარალიძის მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის, მაჩალიკაშვილის განზრახ მკვლელობის, საერთაშორისო ტერორისტის (ჩატაევი) საქართველოში შემოყვანის და ა.შ…

არც ის იცვლება, რომ შესაბამისი საბანკო ოპერაცია უკვე მრავალჯერაა შემოწმებული როგორც ეროვნული ბანკის, ასევე საერთაშორისო აუდიტის მიერ და მისი კანონიერება დადასტურებულია.

ვერც იმას მოვუხერხებთ რამეს, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული მომჩივანი. ანუ გაუგებარია, რა ძალამ დარაზმა მთელი სახელმწიფო რეპრესიული მანქანა 11 წლის წინანდელი, მრავალჯერ შემოწმებული, კანონიერება-დადასტურებული, მომჩივანის არმყოლი საქმის ხელახლა “გამოსაძიებლად”.

ვერც იმას გავექცევით, რომ პროკურატურად და სახელმწიფო უწყებებად წოდებული ივანიშვილის უბის კანტორები ორგანიზებულად, მეთოდურად და ორკესტრირებულად მოქმედებენ კონკრეტული ბიზნესმენების გასანადგურებლად – დღისით-მზისით გააგდეს ისინი 30 წლის მანძილზე ნაშენი საკუთარი ბიზნესიდან და ახლა მათ დაჭერას ლამობენ.

არც ის იცვლება, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი საშიში, ღრმად ავადმყოფი ოლიგარქის და მისი რუსი მფარველების ინტერესები შეიძლება იდგეს.

ხოდა, რა წერილი და რა ექსპერტიზა? რომელი დებილი ელოდა, რომ მუქარის წერილი ბლანკზე ამობეჭდილი, კანცელარიაში გატარებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნებოდა?”,-წერს ზაზა ბიბილაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი”- კალაძისთვის წერილი ღიმილისმომგვრელია
შემდეგი სტატია„თიბისი ბანკი“ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან