ზაზა ბიბილაშვილი: “ეს არის საქართველოსთვის სახიფათო სიგნალი”

აშშ-ის კონგრესმენთა განცხადებას საქართველოსთვის სახიფათო სიგნალს უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, რეზოლუცია არის დასტური იმისა, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა წარსულისკენ მიჰყავს.

„ეს არის სახიფათო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ყვითელი ბარათი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. აქ არ არის ზოგადად გარემოზე შეფასება. მე ვიცი კონკრეტულად ის უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ივანიშვილის დავალებით იქნა შევიწროებული,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენებმა ტედ პომ (Ted Poe, რესპუბლიკური პარტია, ტეხასის შტატი) და ჯინ გრინმა (Gene Green, დემოკრატიული პარტია, ტეხასის შტატი) წარმოადგინეს ორპარტიული რეზოლუცია H.RES. 576, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი.
აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, 24 ოქტომებრს, კონგრესში გამართულ ღონისძიებაზე ისინი სიტყვით გამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტედ პოს ოფიციალური გვერდზე ვრცელდება.
“უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების რეგიონალურ მოდელად იქცა”- თქვა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ტედ პომ.
მისი თქმით, საქართველო კვლავაც ამტკიცებს, რომ აშშ-ს ერთგული მოკავშირეა. “ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნორობა გააჩნიათ. როგორც კონგრესში ჯგუფ “კავკასია საქართველოს” თანათავმჯდომარე, წლების მანძილზე გამოვდივარ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრედ, ორმხრივი ინვესტიცია და ვაჭრობა კი საუკეთესო გზაა ამ კავშირების გასამაგრებლად, ” – აღნიშნა კონგრესმენმა.
“თუმცა უკანასკნელ წლებში ამერიკულმა კომპანიებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში არსებულ საქმიან გარემოსთან დაკავშირებით, მიუთითბენ ბიუროკრატიულ სირთულეებზე და ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთ სტრუქტურაში ჯერ კიდევ შემორჩენილია კორუფცია. როგორც საქართველოს ნამდვილ მეგობარს, მე არა მხოლოდ მიქებენ თბილისის პროგრესს, არამედ, მიმითითებენ იმ სამუშაოებზეც, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასარჩენად არის შესასრულებელი” – განაცხადა ტედ პომ.
დემოკრატმა ჯინ გრინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკანასკნელ დროს საქართველოს წინსვლა შთამბეჭდავად დიდია, რაც ნაწილობრივ საქმიანი კლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში გამოიხატა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა შეწყდებოდა. პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში ახსენა კომპანია Frontera Resources, ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია, რომელიც კახეთში ნავთობისა და გაზის მოძიებას 1997 წლიდან ცდილობს. კომპანიას საქართველოს 30 მილიონ დოლარიანი ვალი აქვს გადასახდელი, რომელზე პასუხისმგებელიც, კომპანიის ხელმძღავნელების განცხადებით, მათი შვილობილი “Frontera Resources Holding LLC”-ია. დემოკრატმა გრინმა იმედი გამოთქვა, რომ კომპანია Frontera Resources-ის მიმართ კანონის უზენაესობა დაცული იქნება, და რომ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ძლიერი და ორივე მხარისთვის მომგებიანი დარჩება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: კონგრესი წითელ ბარათს უწევს საქართველოს