15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ზავი დაირღვა? – ისრაელმა სამხრეთ ლიბანში პირველი დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ რამდენიმე დარტყმა განახორციელა. ეს არის პირველი სამხედრო მოქმედება მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, შუაღამისას, მხარეებს შორის ზავი ამოქმედდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივების შესაბამისად მოქმედებენ:

„თავდაცვითი მოქმედებები და საფრთხის მოხსნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არ არის შეზღუდული. IDF არ დაუშვებს ისრაელის მოქალაქეებისა და ჯარისკაცების დაზიანებას“.

სამხედრო უწყება აცხადებს, რომ გააგრძელებს მათ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების „გაწმენდას“ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურისა და ნებისმიერი სხვა საფრთხისგან.

banner
წინა სტატიაშიირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-სთან მოლაპარაკებების თარიღი ჯერ არ არის დადგენილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: აბა, იმათ დამიძახეთ, ვინც ჯიუტად აწვება “მიშა წარსულის პოლიტიკოსია”-ს