7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

“ზავი ახალი დანაშაულებისთვის სჭირდებათ!”- ირანმა აშშ-ის ულტიმატუმს უარით უპასუხა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ, პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რატომ არ აწერს თეირანი ხელს შეთავაზებულ დოკუმენტს:

ირანის პოზიციით, ნებისმიერი ტიპის „პაუზა“ მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ს მისცემს საშუალებას, მოიკრიბონ ძალები და „ჩაიდინონ ახალი დანაშაულები“.

ბაყაიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ირანი ამერიკელ მომლაპარაკებლებს არ ენდობა და ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ ომის საბოლოო და მუდმივ დასრულებას უნდა გულისხმობდეს.

„მტერი იძულებული უნდა გახდეს, ინანოს თავისი ქმედებები იმ დონემდე, რომ ვეღარ გაბედოს ირანის სუვერენიტეტის ხელყოფა“, _ აღნიშნა სპიკერმა.

ირანმა აშშ-ს 10-პუნქტიანი საპასუხო დოკუმენტი წარუდგინა, სადაც დეტალურადაა გაწერილი მათი ხედვა რეგიონში „სამართლიანი მშვიდობის“ შესახებ, რაც ამერიკული ჯარების გასვლასა და ისრაელის ქმედებების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“მე ძირითადი ნაწილი ძალიან მშვიდი ტონით ვათრიე”- მიხეილ სააკაშვილი ნოღაიდელზე
შემდეგი სტატიარატომ აღარ იძებნება მამუკა მდინარაძის დეკლარაციები