ზაურ დარგალი : შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები გაგრძელდება

admin
ავტ.: admin მაისი 18, 2020 11:53

ზაურ დარგალი : შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები გაგრძელდება

მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები გაგრძელდება.

„დღეიდან მარნეული გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნება, საქართველოს სხვა ქალაქებში შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მარნეულელებისთვის. ამასთან ერთად, მინდა, გითხრათ, რომ მარნეულში გაგრძელდება ის საპრევენციო ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სოფლებში გაგრძელდება თერმოსკრინინგის პროცესი, რაშიც ჩართულები იქნებიან სოფლის ექიმები. ასევე, გაგრძელდება საინფორმაციო კამპანია.

„მუნიციპალიტეტის ჩართულობით თავშეყრის ადგილებში გაგრძელდება დისტანციის დაცვის პროცედურები. იცით, რომ აგრარული ბაზარი გაიხსნა 27 აპრილიდან და მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველობის ჩართულობით იქ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა, ასევე ბანკებთან და ა.შ. მარნეულშიც, როგორც საქართველოს სხვა ქალაქები, ნელ-ნელა ბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმი. დღეიდან აქაც იხსნება სალონები და ესთეტიკის ცენტრები“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

admin
ავტ.: admin მაისი 18, 2020 11:53

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics