ზაურ დარგალი : მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 44 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მერვე დღეა, რაც „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მიაწოდა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულში მერვე დღეა, „კოვიდ-19“-ის არც ერთი ფაქტი დადასტურებული არ არის. გუშინ აღებული 44 ანალიზიდან ყველა არის უარყოფითი, რაც ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ამასთან, როგორც მარნეულის მერი აცხადებს, მუნიციპალიტეტში გრძელდება ოჯახების დახმარება და ამ დროისთვის, 11 000-მდე ოჯახმა მერიისგან პროდუქტების პაკეტი მიიღო. მისივე ინფორმაციით, გრძელდება საინფორმაციო კამპანიაც მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე ყველა სოფელში. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის შესახებ ინფორმაციას სამენოვანი ხმოვანი შეტყობინებებითა და საინფორმაციო ბროშურებით აწვდის.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია
შემდეგი სტატიამტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოები სრულდება