ზაურ დადაევი: მე სულელი არ ვარ, რომ ნემცოვი კრემლის წინ მომეკლა

ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ნაფიც მსაჯულთა მიერ დამნაშავედ ცნობილი, ჩეჩნური შსს სპეცრაზმის მეთაურის ყოფილი მოადგილე ზაურ დადაევი, კვლავ თავის უდანაშაულობაზე საუბრობს.
,,მე რომ ეს მკვლელობა ჩამედინა, ალაჰის სახელით, ვაღიარებდი ამას. გამიგეთ, მე ოფიცერი ვარ და სულელი არ ვარ, რომ კრემლის წინ ნემცოვი მომეკლა. მე არაფრის გამო ვზივარ. ელექტრო დენი მიმიერთეს, მაწამებდნენ.ოქმში წერია, რომ 5- მარტს დამიჭირეს და -7-ში ში ლეფორტოვოს ციხეში მომათავსეს. როგორ ფიქრობთ 2 დღე სად ვყავდით. მე მჯერა ალაჰის და რაც ჩემს თავს ხდება ეს სასჯელია. ალბათ ბევრი ცოდვა ჩავიდინე,, აცხადებს შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზაბაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეები ზაურ დადაევი, ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები, ტემირლან ესკერხანოვი და ჰამზატ ბახაევი, რუსეთის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულება, წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს. მიუხედავად ამისა ყველა დაკავებული პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაერდოღანისა და შოიგუს დაუგეგმავი შეხვედრა სტამბულში