ზარქუა: სააკაშვილის უფლებები დაცულია

მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ კალორიულ კვებაზეა გადასული – თაფლი, ხილი და ა.შ. საქართველოში ისეთი პენიტენციური სისტემაა, სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლება არის დაცული. ეს არ არის 2012 წლამდე არსებული ციხე, სადაც წვალება, წამება, უბედურება ხდებოდა, კასტილიანი კაცით იყო დასჯა. ახლა ციხე თითოეულ პატიმარზე ზრუნავს. აბუჩად აგდება არის, როცა მწვალებელთა პარტიის დროს იყო პატიმრების წვალება, წამება, მოკვდინება. როცა ამასთან შედარებით, ახლა კალორიულობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის აბუჩად აგდება. მიხეილ სააკაშვილის უფლებებზე რომ საუბრობენ, მისი უფლებები დაცულია. მასთან ადვოკატები მიდიან და გაგიგიათ, მისი უფლება რომ დარღვეულია? ამბობენ, რატომ არ აქვს ტელევიზორიო, ტელევიზორი კი არა, ხალხს აწამებდნენ და რაზე ვსაუბრობთ? მათი მცდელობაა, პროცესის დრამატიზება მოახდინონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა
შემდეგი სტატიაგოცირიძე: მთავარია, ყველა უერთდება პოზიციას, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს