ზარქუა ოპოზიციურ პარტიებზე – მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ მილევად რეჟიმშია და არ უნდათ, სააკაშვილთან გაიგივდნენ

დამნაშავე დაჭერილია და ციხეშია, მნიშვნელობა არ აქვს არც მის სახელს და გვარს და არც პოლიტიკურ მრწამსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ყველა დამნაშავეს თავის მხარდამჭერები და მიმდევრები ჰყავს, ვისაც სჯერა, ვისაც არ სჯერა, ან არ უნდა დაიჯეროს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავის პოზიცია. ჩვენ დაჭერის დღიდან ვხედავთ აქციებს, რომელსაც ხან შვიდი კაცი ესწრება, ხან 15 ან 50. სამართლებრივად, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ყველას აქვს უფლება, აქცია მოაწყოს და მოაწყონ. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე. მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში გადასული პარტიაა და არ უნდათ, გაიგივდნენ სააკაშვილთან. ეს პოზიციაა სწორია, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო. რაც არ უნდა მცდელობა გქონდეს, მწვალებელთა პარტიის გაკეთილშობილება შეუძლებელია“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშითურნავა – სააკაშვილი შიმშილობს თუ არა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის