21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ზარქუა ოპოზიციის ალიანსზე: დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ვერ შეავსეს, უნდა დაიმალონ, სალაპარაკო არაფერი აქვთ

x

“რადიკალებისთვის მორიგი ტრანში ჩამოვიდა და ამ უსამშობლოებს გაერთიანება დაავალეს, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ახალი სახეები ვართო, არადა, იქ არის „ჩახდილი“ ჯაფარიძე, ბოკერია, სააკაშვილი. წინასაარჩევნოდ ამას „გვტენიდნენ“, მაგრამ ახლა ახალი დაფინანსება მოუვიდათ, გააერთიანეს და სკამებს ვერ იყოფენ. მათ შორის აღზევებაა „კარენოი“და „ნეონაცების“ გაერთიანების. ლიდერად ლუზერი ბელადი არ უნდათ, გიჟს ეძახიან, ალბათ, სამართლიანადაც. ახლა „ჩერგოს“ უნდა, პირველი იყოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოკერიას მეუღლეა, რომელიც ტირანიისა და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. გრანტი აიღეს და როგორ „უნდა გააპრავონ“? ამიტომ რეგიონებში გასვლა მოიგონეს. რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა. ვის ატყუებენ? – სწორია, უნდა დაიმალონ. სალაპარაკო არაფერი აქვთ. ბოკერიასგან, გვარამიასგან ქვეყნის სასარგებლო რა უნდა მოისმინო. ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ამით ვერთობით. სერიოზულად რა გიპასუხოთ“,_  თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიRFS-ის წარმომადგენელი: პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს უკუსვლა ერთდროულად მკვეთრიცაა და სისტემურიც
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია