ზარქუა: მმართველი პარტია ოცივე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

მეორე ტურის წინ საბრძოლო განწყობაა, ჩვენ გვჯერა ჩვენი კანდიდატების, ჩვენი ხედვებისა და იმ პროგრამების, რითაც წინასაარჩევნო გარემო გვქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს მმართველი პარტია ყველა – ოცივე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მინდა, მოსახლეობას მადლობა ვუთხრა ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადა პირველ ტურში. მიუხედავად იმ ხარვეზებისა და შეცდომებისა, მოსახლეობის უმრავლეობას ვეიმედებით ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიკაკაურიძე: მიზნობრივი ჯგუფებისთვის კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება
შემდეგი სტატიადავითულიანი: თუ გარე რეკლამას არ ეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა უნდა აიკრძალოს, ესე იგი, სისხლიანი ბანერები თქვენთვის მისაღებია