ზარქუა – მივესალმები თუ გახარია პარტიას შექმნის

ირაკლი ზარქუასთვის მისასალმებელია, თუ გიორგი გახარია პარტიას შექმნის. ყოფილი პრემიერის განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოხმაურება მოჰყვა

მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, – ამბობს ზარქუა.

banner
წინა სტატიაშიერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპზე 19 200-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიადათა ვანიშვილის დაკრძალვაზე ნათესავების შესასვლელად სუს-მა ცხელი ხაზი აამოქმედა